საგარეო საქმეთა მინისტრი, ილია დარჩიაშვილი ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელს ჟოზეფ ბორელს შეხვდა
საგარეო საქმეთა მინისტრი, ილია დარჩიაშვილი ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელს ჟოზეფ ბორელს შეხვდა. შეხვედრაზე აღინიშნა, რომ საქართველო მზად არის განაგრძოს რეფორმების აქტიური პროცესი. ილია დარჩიაშვილმა ხაზი გაუსვა ევროკავშირის წევრობის განაცხადის გაკეთების შემდგომ საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესის ახალ, თვისობრივად მაღალ დონეზე გადასვლას და უმაღლეს წარმომადგენელს მიაწოდა ინფორმაცია იმ ნაბიჯების შესახებ, რომლებიც საქართველოს მთავრობამ განაცხადის გაკეთების შემდგომ გადადგა.
