დონბასიდან ათასობით ადამიანი გარბის
დონბასიდან ათასობით ადამიანი გარბის. უკრაინის ხელისუფლება ევაკუაციისაკენ მოუწოდებს ლუგანსკის და ხარკოვის მოსახლეობასაც. კიევი რუსეთისაგან აღმოსავლეთ ნაწილზე იერიშის გაძლიერებას ელის. რვა ავტობუსმა წითელი ჯვრის დახმარებით დატოვა მარიუპოლი და სამხრეთით მდებარე დასახლებები. დაახლოებით 500 ადამიანი ახლა ზაპოროჟიეში სახელდახელოდ გაშლილ კარვებშია, თუმცა 120 ათასამდე ადგილობრივი საფრთხის ქვეშ რჩება. უკრაინული პორტი ისევ იბომბება
სიუჟეტის ავტორი: ლევან ფოჩხუა
ნახე ავტორის სხვა რეპორტაჟები
