საქართველოში სპორტის საერთაშორისო დღე აღინიშნა
საქართველოში სპორტის საერთაშორისო დღე აღინიშნა. ვერის პარკში გამართულ სხვადასხვა სპორტული ღონისძიებაში მონაწილეობა 12-მდე ეროვნულმა ფედერაციამ მიიღო. გაეროს ინიციატივით, ეს დღე მსოფლიოში სპორტის საშუალებით მშვიდობის დამკვიდრებისკენაა მიმართული. ღონისძიება უკრაინაში დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად წუთიერი დუმილით დაიწყო.
