სარაჯიშვილის გამზირზე შუა გამყოფ ზოლში რეკრეაციულ სივრცეს ლიბანისა და სარაჯიშვილის სკვერების კეთილმოწყობის სამუშაოებიც დაემატა
11 სარაჯიშვილის გამზირზე შუა გამყოფ ზოლში რეკრეაციულ სივრცეს ლიბანისა და სარაჯიშვილის სკვერების კეთილმოწყობის სამუშაოებიც დაემატა. ტერიტორიებზე, რომელთა საერთო ფართობიც 5,2 ჰექტარია, საველოსიპედე და საფეხმავლო ბილიკების, საბავშვო და სპორტული მოედნების, გარე განათებისა და სარწყავი სისტემის მოწყობა იგეგმება. კეთილმოწყობის სამუშაოები მიმდინარე წლის ბოლოსთვის დასრულდება, ღირებულება კი 7,5 მლნ ლარს შეადგენს. მიმდინარე სამუშაოები დღეს, თბილისის მერმა კახა კალაძემ დაათვალიერა.
