სომხეთში საპარლამენტო დელეგაციის ვიზიტი დასრულდა
სომხეთში საპარლამენტო დელეგაციის ვიზიტი დასრულდა. პარლამენტის თავმჯდომარე სომხეთის კათოლიკოს პატრიარქს შეხვდა. შალვა პაპუაშვილმა ორი ქვეყნის მრავალსაუკუნოვან ურთიერთობებზე გაამხვილა ყურდაღება. ორდღიანი ვიზიტის ფარგლებში საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე სომეხ კოლეგას, სომხეთის პრეზიდენტსა და პრემიერ მინისტრს შეხვდა. ძირითადი საკითხები ორ ქვეყანას შორის ურთიერთობები და რეგიონში არსებული ვითარება იყო.
