თბილისი კიევისგან მტკიცებულებებს ითხოვს
თბილისი კიევისგან მტკიცებულებებს ითხოვს. მამუკა მდინარაძის განცხადებით, თუკი უკრაინული დაზვევრვა, მტკიცებულებებს ვერ წარმოადგენს, ქართული მხარე, ოფიციალური კიევისაგან, უკრაინის ვიცე პრემიერის მიერ გაკეთებული განცხადების უარყოფას და ბოდიშის მოხდას ელოდება. რა ფაქტებზე დაყრდნობით გაავრცელა ინფორმაცია უკრაინის დაზვერვამ კონტრაბნდულ არხებთან დაკავშირებით საქართველოს შესახებ, ეს ამ დრომდე გაუგებარია. დღეს მამუკა მდინარაძემ კიდევ ერთხელ მიანიშნა, რომ საქართველოს იმიჯს და ინტერესებს ქვეყნის ფარგლებს გარეთ, ნაციონალური მოძრაობა ებრძვის და ამ საგანგაშო ინფორმაციის გავრცელებაშიც სწორედ სააკაშვილის პარტია ფიგურირებს. მდინარაძე ამბობს, რომ მოსალოდნელია კიდევ უფრო მეტი დეზინფორმაცია, მეტი ყალბი ახალი ამბავი და მეტი პროვოკაცია
სიუჟეტის ავტორი: სოფო ბერიძე
ნახე ავტორის სხვა რეპორტაჟები
