უკრაინაში, ომის 42-ე დღეს, ყველაზე რთული მდგომარეობა კვლავ ქვეყნის აღმოსავლეთ ნაწილშია
უკრაინაში, ომის 42-ე დღეს, ყველაზე რთული მდგომარეობა კვლავ ქვეყნის აღმოსავლეთ ნაწილშია. ლუგანსკისა და დონეცკის ოლქებში მასშტაბური ბრძოლებია. სულ უფრო უარესდება ჰუმანიტარული ვითარება მარიუპოლში. ამის შესახებ ინფორმაცია ბრიტანეთის დაზვერვამ გაავრცელა, რომლის თანახმადაც, ალყაშემორტყმულ ქალაქში 160 ათასზე მეტ მცხოვრებს სასმელი წყალი, მედიკამენტები და ელექტრომომარაგება არ აქვს. მარიუპოლში ამ დრომდე მძიმე ბრძოლებია და არ წყდება რუსული ავიაციის იერიშები. გავრცელებული ინფორმაციით, ბუჩაზე არანაკლებ რთული მდგომარეობაა ბოროდიანკაში, სადაც რუსი ოკუპანტები ესროდნენ მათ, ვინც ნანგრევებიდან ხალხის ამოყვანას ცდილობდა.
