საქართველოს ეკონომიკის მინისტრი ლევან დავითაშვილი და ევროკავშირის ელჩი კარლ ჰარცელი ევროპული ბიზნეს ასოციაციის წევრებს შეხვდნენ
საქართველოს ეკონომიკის მინისტრი ლევან დავითაშვილი და ევროკავშირის ელჩი კარლ ჰარცელი ევროპული ბიზნეს ასოციაციის წევრებს შეხვდნენ. მხარეებმა საქართველოსა და ევროკავშირს შორის ეკონომიკური ურთიერთობების გაძლიერების საკითხი , ასევე მიმდინარე საჭიროებები და გამოწვევები განიხლეს . ღონისძიება ევროპული ბიზნეს ასოციაციის ორგანიზებით გაიმართა. პროექტის მიზანია ბიზნესის წახალისება, ასოცირების შეთანხმებისა და ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმების განხორციელების ხელშეწყობა, ასევე ევროკავშირის ეკონომიკური დიპლომატიის ინტერესების დაცვა.
