სკოლაში ბავშვების შეყვანის ასაკი იცვლება
სკოლაში ბავშვების შეყვანის ასაკი იცვლება. დაწყებით საფეხურზე სწავლის დაწყებას ის მოზარდები შეძლებენ, რომლებსაც ექვსი წელი პირველ ოქტომბრამდე უსრულდებათ. ზოგადი განათლების შესახებ კანონში შესატან ცვლილებას პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტი დაჩქარებული წესით განიხილავს. ამასთან, კომიტეტის თავმჯდომარემ დღეს აღნიშნა, რომ რეფორმა გაგრძელდება და სკოლაში სწავლის დაწყების ასაკი მომავალშიც გადაიხედება.
