თბილისის მერიამ კიდევ 7 უსახლკარო ოჯახს საცხოვრებელი გადასცა
თბილისის მერიამ კიდევ 7 უსახლკარო ოჯახს საცხოვრებელი გადასცა. წლის ბოლომდე დაგეგმილია 60 - ი ოჯახის დაკმაყოფილება. პროგრამის მნიშვნლობასა და სტატუსის მოპოვებაზე მერმა თბილისის მთავრობის სხდომაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ქალაქში უკანონო მშენებლობების მონიტორინგი გაგრძელდება. ცნობისთვის, თბილისში უსახლკარო სტატუსი სულ 400 - მდე ოჯახს აქვს მინიჭებული. მათ დაკმაყოფილებას მერია ეტაპობრივად გეგმავს.
