4 აპრილს ევროპარლამენტის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციას, რომელშიც საუბარია საქართველოს შესახებ, ევროკავშირის ელჩი ეხმაურება
ოთხ აპრილს ევროპარლამენტის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციას, რომელშიც საუბარია საქართველოს შესახებ, ევროკავშირის ელჩი ეხმაურება. კარლ ჰარცელი აღნიშნავს, რომ ეს არ არის ევროპარლამენტის პოზიცია და მასში მოყვანილი დასკვნები მხოლოდ დოკუმენტის ავტორებს ეკუთვნით. მისივე თქმით, ანგარიშის მიზანია, დაეხმაროს ევროპარლამენტის წევრებს საქარველოში არსებული სიტუაციის შეფასებაში. შეგახსენებთ, ევროპარლამენტის ვებგვერდზე 4 აპრილს საქართველოს მიერ ასოცირების შეთანხმების შესრულების შესახებ სამი ავტორის მიერ მომზადებული კვლევა გამოქვეყნდა.
