საქართველოს საგარეო საქმეთა ახალი მინისტრი დღეიდან ბრიუსელში ოფიციალურ ვიზიტს იწყებს
საქართველოს საგარეო საქმეთა ახალი მინისტრი დღეიდან ბრიუსელში ოფიციალურ ვიზიტს იწყებს. ილია დარჩიაშვილი 6-8 აპრილს ევროკავშირსა და ნატოში მაღალი დონის შეხვედრებს გამართავს. საგარეო უწყების ხელმძღვანელი შეხვდება ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელს საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ჟოზეფ ბორელს. გარდა ამისა, ილია დარჩიაშვილი ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსის მიწვევით მონაწილეობას მიიღებს ნატოს საგარეო საქმეთა მინისტერიალში, რომლის ფარგლებში ის კოლეგა მინისტრებს შეხვდება.
