რუსეთის შეიარაღებული ძალების გეგმა ცნობილია
რუსეთის შეიარაღებული ძალების გეგმა ცნობილია _ საოკუპაციო რეჟიმი ძალების მობილიზებას დონეცკისა და ლუგანსკის ოლქებისკენ განაგრძობს. ადგილობრივი მედია ავრცელებს ინფორმაციას, რომ უკრაინულ მხარეს ხელში ჩაუვარდა ოკუპანტების სიები და საიდუმლო რუკები, რომლებიც დონბასის აღების გეგმას ეხება. იმ ქალაქებში კი, რომლებიც ოკუპანტებმა უკვე დატოვეს, განაღმვითი სამუშაოები გრძელდება.
