უკრაინის ელჩი უნგრეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს
უკრაინის ელჩი უნგრეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს. ცნობილია, რომ უკრაინელ დიპლომატს ახსნა - განმარტების გაკეთება მოუწევს კიევის მხრიდან უნგრეთის მიმართ შეურაცხმყოფელ განცხადებებზე, რომელიც ომთან დაკავშირებით ბუდაპეშტის პოზიციას ეხება. ამის შესახებ განცხადება უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, გააკეთა. მისი თქმით, უნგრეთში ჩატარებულმა არჩევნებმა აჩვენა, რომ მოქალაქეები მხარს უჭერენ ხელისუფლების პოზიციას, რომელიც ენერგეტიკული სანქციების დაწესებისგან და უკრაინისთვის განკუთვნილი შეიარაღების ტრანზიტისგან თავის შეკავებას ითვალისწინებს.
