დღეს საქართველოს ეროვნული გმირის გიორგი მაზნიაშვილის დაბადების დღეა
დღეს საქართველოს ეროვნული გმირის გიორგი მაზნიაშვილის დაბადების დღეა. თარიღს პრემიერი ეხმაურება და წერს, რომ „ თანამედროვე ქართული არმიის ერთ-ერთი შემოქმედი, სტრატეგიული ნიჭით გამორჩეული მთავარსარდალი იმავდროულად მამაცობისა და შეუპოვრობის მისაბაძი მაგალითი იყო თანამებრძოლებისათვის „ .„მე არც ბოლშევიკების გენერალი ვარ და არც მენშევიკების, მე საქართველოს გენერალი ვარ“ - ირაკლი ღარიბაშვილი წერს, რომ ეს სიტყვები ყველაზე კარგად აღწერს იმ ადამიანის ცხოვრებას, ვინც სამუდამოდ დაიმკვიდრა ღირსეული ადგილი საქართველოს დიდ მამულიშვილთა შორის.
