უკრაინაში არსებული დაძაბული ვითარების გადაჭრის გზები და საქართველოს უსაფრთხოების საკითხი იყო ბრიტანეთის საელჩოში გამართული შეხვედრის მთავარი თემა
უკრაინაში არსებული დაძაბული ვითარების გადაჭრის გზები და საქართველოს უსაფრთხოების საკითხი იყო ბრიტანეთის საელჩოში გამართული შეხვედრის მთავარი თემა. ბრიტანული დელეგაცია ქართული პოლიტიკური ჯგუფების წარმომადგენლებს შეხვდა. ბრიტანულმა მხარემ კიდევ ერთხელ დაადასტურა საქართველოს მტკიცე მხარდაჭერა და მზადყოფნა ორმხრივი ურთიერთობების კიდევ უფრო გასაღრმავებლად.
