დიპლომატების შეხვედრა საგარეო უწყებაში
„ უკრაინულმა მხარემ ვერ წარმოადგინა რაიმე სახის მტკიცებულებები სანქცირებული კონტრაბანდული ტვირთების გადაიზიდვის თაობაზე“ _ ვკითხულობთ საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურ განცხადებაში. ქვეყნის დიპლომატიური უწყების მტკიცებით, გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება და მსგავსი ტიპის განცხადებები ორი ქვეყნის მეგობრულ ურთიერთობებს აზარალებს, ისევე, როგორც საფრთხის შემცველია საქართველოს უსაფრთხოებისთვის. განცხადების გამოქვეყნებამდე საგარეო საქმეთა სამინისტროში უკრაინის საქმეთა დროებით რწმუნებულთან შეხევდრა გაიმართა , სადაც უწყების ცნობით, ანდრეი კასიანოვმა კიდევ ერთხელ გამოხატა მადლიერება საქართველოს მიერ უკრაინის მიმართ გამოხატული მხარდაჭერისა და სოლიდარობისათვის, მათ შორის, ჰუმანიტარული დახმარების, უკრაინელ ლტოლვილთა მიღების საქმეში გაწეული წვლილისა და საქართველოს მტკიცე პოზიციისთვის საერთაშორისო ორგანიზაციებში.
