პუტინის არმია დონბასის ტერიტორიაზე შეტევის გასააქტიურებლად ემზადება
პუტინის არმია დონბასის ტერიტორიაზე შეტევის გასააქტიურებლად ემზადება. ინფორმაციას უკრაინის გენერალური შტაბი ავრცელებს . ოკუპანტები ძალების გადაჯგუფებას განაგრძობენ და პარალელურად დიდ ქალაქებში მნიშვნელოვან ინფრასტრუქტურას ანადგურებენ. უკრაინული ძალები კი უკვე შევიდნენ საოკუპაციო რეჟიმის მიერ დატოვებულ ქალაქ ბოროდიანკაში. მათსავე კონტროლს ექვემდებარება ჩერნიგოვიც, თუმცა რუსი ოკუპანტების გასვლის შემდეგ მათ ქალაქი დანაღმული დახვდათ. მოსკოვის წინააღმდეგ საერთაშორისო არენაზე განაგრძობს ბრძოლას კიევი. ვოლოდიმირ ზელენსკიმ წუხელ გაეროსა და ესპანეთის პარლამენტს მიმართა. სანქციების ახალ პაკეტი დააანონსა შეერთებულმა შტატებმა.
