რუსთავის ბიუჯეტი ასი მილიონი ლარია
რუსთავის მერია მასშტაბური პროექტების განხორციელებას, ახალ რუსთავში გეგმავს. თამარ მეფის მოედანზე გაკეთდება უსაფრთხოების კუნძულები, თანამედროვე გარე განათება, რეკრეაციული სივრცეები. მოეწყობა სანიაღვრე ქსელი და განახლდება საგზაო ინფრასტრუქტურაც. იგეგმება ასევე გამწვანება. რეაბილიტაცია ჩაუტარდება შარტავას და რუსთაველის სახელობის მოედნებსაც. მესხიშვილის ქუჩაზე დაიწყება დიდების ხეივანის, თავგორაშვილის ქუჩაზე კი არსებული სკვერის რეაბილიტაცია.