11 აპრილიდან რეცეპტის გამოწერა მხოლოდ გენერიკული დასახელებით მოხდება
ასევე სამედიცინო მომსახურების მიმწოდებელი ყველა დაწესებულება და ექიმი ვალდებულია, ფსიქოტროპული ფარმაცევტული პროდუქტი, მხოლოდ ელექტრონულად გამოწეროს. რეფორმის მიზანი მოსახლეობის ხარისხიანი, ხელმისაწვდომი მედიკამენტებით უზრუნველყოფაა.
