ირაკლი კობახიძე უკრაინის დაზვერვის განცხადებაზე: სამწუხაროა, რომ ხელისუფლებებს შორის მეგობრობა არის ცალმხრივი
სამწუხაროა, რომ ხელისუფლებებს შორის მეგობრობა არის ცალმხრივი, თუმცა ჩვენ მზად ვართ, რომ ეს ცალმხრივი მეგობრობა გავაგრძელოთ, რათა მაქსიმალურად ხელი შევუწყოთ უკრაინელი ხალხის, მეგობრების, ქვეყნის და სახელმწიფოს ინტერესების რეალიზებას, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებას, რომლის მიხედვითაც, საქართველოს გამოყენებით რუსეთი სანქცირებული პროდუქციისთვის კონტრაბანდის არხებს ქმნის.
