პრემიერ-მინისტრი აზერბაიჯანის ციფრული განვითარებისა და ტრანსპორტის მინისტრს შეხვდა
პრემიერ-მინისტრი აზერბაიჯანის ციფრული განვითარებისა და ტრანსპორტის მინისტრს შეხვდა. ირაკლი ღარიბაშვილმა და რაშად ნაბიევმა ორ ქვეყანას შორის არსებული თანამშრომლობის სხვადასხვა მიმართულება განიხილეს. აღინიშნა, რომ ქვეყნებს შორის კოორდინირებული თანამშრომლობა ხელს უწყობს ევროპა-აზიის სატრანსპორტო დერეფანში ტვირთების მოზიდვის პროცესს, რაც საბოლოოდ ორივე ქვეყნის ეკონომიკებზე დადებითად იმოქმედებს.
