სად არის ნიკა მელია
მწვავდება თუ არა შიდა კონფლიქტი „ნაციონალურ მოძრაობაში“? ბათუმში ჩატარებულმა შუალედურმა არჩევნებმა ეჭვი კიდევ უფრო გაამძაფრა, რადგან პარტიის თავმჯდომარე ზღვისპირა ქალაქში ჩავიდა, თუმცა ტელეკამერებთან არც კი გამოჩენილა. კითხვას, სად არის ნიკა მელია, მისივე თანაგუნდელები განსხვავებულად პასუხობენ. გავრცელებული ინფორმაციით, პატიმარმა სააკაშვილმა მელია პარტიული ლიდერებიდან საბოლოოდ ჩამოწერა. არ არის გამორიცხული, სააკაშვილი-მელიას დაპირისპირება იქამდეც მივიდეს, რომ მელია თავმჯდომარის თანამდებობასაც დაემშვიდობოს.
სიუჟეტის ავტორი: ქეთევან გრიგორაშვილი
ნახე ავტორის სხვა რეპორტაჟები
