სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება მიხეილ სააკაშვილის ადვოკატის შოთა თუთბერიძის მიმართ
სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება მიხეილ სააკაშვილის ადვოკატის შოთა თუთბერიძის მიმართ. სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მიერ ჩატარებული გამოძიების შედეგად, დადგინდა, რომ პენიტენციური დეპარტამენტის თანამშრომელმა, სამსახურებრივ უფლებამოსილებას გადაამეტა და ექსპრეზიდენტის ინტერესების დამცველს, სიტყვიერი და ფიზიკური შეუარაცხყოფა მიაყენა. პენიტენციური დეპარტამენტის ყოფილი თანამშრომლის მიმართ გამოტანილია დადგენილება მისი ბრალდების შესახებ, დანაშაულისთვის, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლით. საქმეზე, გამოძიება გრძელდება.
