ნიკა კვარაცხელიას საქმის არსებითი განხილვა დასკვნით ეტაპზეა
ნიკა კვარაცხელიას საქმის არსებითი განხილვა დასკვნით ეტაპზეა. დღევანდელ პროცესზე მხარეებმა პოზიციები კიდევ ერთხელ დააფიქსირეს და საქმის წარმოებისას წარმოდგენილი მტკიცებულებები შეაჯამეს. ამ დრომდე ერთერთი ბრალდებული ალეკო ჭელიძე მკვლელობას აღიარებს, თუმცა მეორე გიორგი კავილაძე თავს უდანაშაულოდ მიიჩნევს. სწორედ ამიტომ ბრალდების მხარემ წარმოდგენილ დასკვნით სიტყვაში ყურადღება ჯგუფურად ჩადენილ მკვლელობაზე გაამახვილა. სხდომა, მკვლელობის ამსახველი ვიდეომტკიცებულების გარდა, ბრალის გასამყარებლად მოწმეთა და ბრალდებულთა ჩვენებებით გაიხსნა. მორიგი პროცესი, დაცვის დასკვნითი სიტყვით 12 აპრილს განახლდება.
