საგარეო საქმეთა ახალი მინისტრის, ილია დარჩიაშვილის პირველი სამუშაო დღე, მოადგილეებთან შეხვედრით დაიწყო
საგარეო საქმეთა ახალი მინისტრის, ილია დარჩიაშვილის პირველი სამუშაო დღე, მოადგილეებთან შეხვედრით დაიწყო. სამინისტროში მას ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი დახვდა, რომელმაც კოლეგას თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა და დიპლომატიურ საქმიანობაში წარმატებაც უსურვა. როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, სამინისტროს გუნდის საქმიანობა კვლავაც საგარეო პოლიტიკის სტრატეგიული მიზნებისა და ამოცანების შესრულებაზე იქნება ორიენტირებული.
