რა ხდება უკრაინაში, სადაც რუსული არმია, ძირითადად, ქვეყნის აღმოსავლეთითაა კონცენტრირებული
რა ხდება უკრაინაში, სადაც რუსული არმია, ძირითადად, ქვეყნის აღმოსავლეთითაა კონცენტრირებული. თავდაცვის მინისტრ ალექსეი რეზნიკოვის განცხადებით, ჩერნიგოვისა და სუმის ოლქებში მტერი სამიზნეების შეცვლის მიზნით, უკან იხევს. უკრაინის შეიარაღებული ძალების გენშტაბის ინფორმაციით, ომის მე-40 დღეს ოკუპანტები გადაჯგუფებას ახდენენ და ტაქტიკური მდგომარეობის გაუმჯობესებას ცდილობენ. უცვლელია მდგომარეობა ვოლინის მიმართულებით. ასევე შეინიშნება აღმოსავლეთ სამხედრო ოლქის ქვედანაყოფისა და საჰაერო-სადესანტო ძალების გადაჯგუფება ბელარუსიდან რუსეთის მიმართულებით. ვითარება რთული რჩება ხერსონის ოლქსა და მარიუპოლში. ბუჩაში ჩადენილი ომის საზარელი დანაშაულების გამო, ევროპა რუსეთს დამატებით სანქციებს უმზადებს.
