უკრაინის დაზვერვის ინფორმაცია - შეფასებები
უკრაინის დაზვერვის ინფორმაცია, რომ საქართველოს გამოყენებით რუსეთი სანქცირებული პროდუქციისთვის კონტრაბანდის არხებს ქმნის, შეურაცხმყოფელია - განცხადებას, უმრავლესობის წევრი, პარლამენტის ვიცე-სპიკერი გიორგი კახიანი აკეთებს. მისი თქმით, შეკითხვებს იწვევს ის, რომ ამას ის სამსახური ამბობს, რომლის ხელმძღვანელოს მოადგილედაც გია ლორთქიფანიძე დაინიშნა. ხომ არ უკავშირდება ეს ისევ იმ ჰიბრიდულ ომს, რომელიც ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ წარმოებს, ლოგიკა გვკარნახობს, რომ ეს არის ტყუილი და სიმართლესთან კავშირი არ აქვს, ჩვენს ქვეყანასთან მიმართებით მსგავსი კითხვების გაჩენა შეურაცხმყოფელია - აცხადებს, გიორგი კახიანი.
