5 ივლისს, მედიის წარმომადგენლების მიმართ ძალადობაში ბრალდებულები სასამართლომ დამნაშავედ ცნო
5 ივლისს, მედიის წარმომადგენლების მიმართ ძალადობაში ბრალდებულები სასამართლომ დამნაშავედ ცნო. მოსამართლემ ყველა ბრალდებულს ორგანიზებული ჯგუფური ძალადობა გადაუკვალიფიცირა და სასჯელი, ჯგუფურ ძალადობაში შეუფარდა. დაკავებულებს, გიორგი ნასყიდაშვილს, გიორგი კახიანს, რომეო კეკუტიას, ზაზა მჭედლიძეს პატიმრობა 1 წლითა და 3 თვის ვადით, ილია ქებაძეს, თემურ ხარაულს კი 1 წლითა და 2 თვის ვადით განესაზღვრათ, ბრალდებულთაგან მხოლოდ რამდენიმეს სამ წლიანი პატიმრობა შეეფარდა. უშანგი დათუნაშვილს კი 5000-ლარიანი გირაო დაეკისრა. არც ერთი დაკავებული ბრალს სრულად არ აღიარებს
