დიდი ბრიტანეთის თავდაცვის მორიგი ანგარიშის მიხედვით, რუსული ჯარები აღმოსავლეთ უკრაინის მიმართულებით ძალების კონსოლიდაციას ახდენენ
დიდი ბრიტანეთის თავდაცვის მორიგი ანგარიშის მიხედვით, რუსული ჯარები აღმოსავლეთ უკრაინის მიმართულებით ძალების კონსოლიდაციას ახდენენ. დონბასზე შეტევების გასაძლიერებლად კი კრემლი დამატებით დანაყოფებს აგზავნის, მათ შორის, კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერის“ მებრძოლებსაც. ბუჩაში ოკუპანტების სამხედრო დანაშაულების ფონზე, ევროკავშირი რუსეთს დამატებით სანქციებს უმზადებს. საფრანგეთის პრეზიდენტი კი ევროპელ პარტნიორებს რუსულ ენერგომატარებლებზე სრული ემბარგოს დაწესებისკენ მოუწოდებს.
