მინისტრთა კაბინეტში ცვლილებებია
მინისტრთა კაბინეტში ცვლილებებია. დავით ზალკალიანი ილია დარჩიაშვილმა შეცვალა. საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი დიპლომატიურ საქმიანობას ამერიკაში საქართველოს ელჩის თანამდებობაზე გააგრძელებს. სამთავრობო ცვლილებების შესახებ დღეს პრემიერმა ისაუბრა და საქართველო - ამერიკის ურთიერთობების გაღრმავებაზე გაამახვილა ყურდაღება.
