შინაგან საქმეთა სამინისტრომ, თბილისში ორი ადამიანის მკვლელობისა და რამდენიმეს დაჭრის ფაქტზე 5 მოქალაქე დააკავა
შინაგან საქმეთა სამინისტრომ, თბილისში ორი ადამიანის მკვლელობისა და რამდენიმეს დაჭრის ფაქტზე 5 მოქალაქე დააკავა. უწყების ცნობით, 2 აპრილს, კოსტავას ქუჩის მიმდებარედ, ერთ-ერთ ორგანიზაციაში დაახლოებით 20-მდე ადამიანს შორის კამათი დაიწყო, რაც მოგვიანებით ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა, ორივე მხრიდან ცეცხლსასროლი იარაღით გაისროლეს. მოკლულია 2 ადამიანი, დაჭრილია 4. გამოძიება გრძელდება დანაშაულში მონაწილე სხვა პირთა დაკავების მიზნით.
