მსოფლიო რუსი ოკუპანტების სისასტიკემ შეძრა
მსოფლიო რუსი ოკუპანტების სისასტიკემ შეძრა. დასავლეთის ლიდერები რუსეთს კიევის ოლქში ჩადენილი ომის დანაშაულის გამო მწვავედ აკრიტიკებენ და პასუხისმგებელი პირების გასამართლებას მოითხოვენ. ბოლო მონაცემებით, ოკუპანტებისგან გათავისუფლებულ ბუჩაში, ჰოსტომელსა და ირპენში 410 - ი ადამიანის ცხედარია აღმოჩენილი. უკრაინის ხელისუფლების განცხადებით, ოკუპანტები მშვიდობიან მცხოვრებლებს პირდაპირ ქუჩებში ხვრეტდნენ. რუსეთის ჯარების მიერ ომის დანაშაულის ფაქტებზე დამოუკიდებელი წყაროებიც მიუთითებენ. ოფიციალური მოსკოვი ბრალდებას კატეგორიულად უარყოფს, რუსეთის პატრიარქი კი აცხადებს, რომ რუსი ჯარისკაცები უკრაინაში სამშობლოს დასაცავად იბრძვიან.
