მიხეილ სააკაშვილის საჩივარი ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ განსახილველ საქმეთა სიიდან ამოიღო
მიხეილ სააკაშვილის საჩივარი ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ განსახილველ საქმეთა სიიდან ამოიღო. საჩივარი პენიტენციურ სისტემაში მის მკურნალობასა და მის მიმართ მოპყრობას ეხებოდა. იუსტიციის სამინისტროში ამბობენ, რომ ამ გადაწყვეტილებით კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ მიხეილ სააკაშვილის უფლებები და ინტერესები დაცულია. სააკაშვილი ევროპული სასამართლოს წინაშე დავობდა, რომ პენიტენციურ სისტემაში მის წინააღმდეგ ხორციელდებოდა არასათანადო მოპყრობა და არასათანადო მკურნალობა.
