ამ წუთებში ქვეყნის მასშტაბით გახსნილი 135 საარჩევნო უბანი იხურება
ამ წუთებში ქვეყნის მასშტაბით გახსნილი 135 საარჩევნო უბანი იხურება. ცოტა ხანში გავიგებთ, რომელმა კანდიდატებმა მოიპოვეს ხმათა უმრავლესობა შუალედურ არჩევნებში. დღეს რუსთაველებმა და გარდაბნის ნაწილის მოსახლეობამ უნდა გაარკვიონ, ვინ იქნება მათი წარმომადგენელი საკანონმდებლო ორგანოში. მაჟორიტარი დეპუტატის მანდატისთვის სამი კანდიდატი იბრძვის - ქართული ოცნებიდან - ირაკლი შატაკიშვილი, პარტიიდან სოციალური სამართლიანობისათვის - მამუკა ტუსკაძე და საქართველოს ერთობისა და განვითარების პარტიის სახელით - კამალ მურადხანოვი. რაც შეეხება ბათუმს: აქ საკრებულოს ერთი მაჟორიტარის მანდატისთვის ერთმანეთს უპირისპირდებიან: “ქართული ოცნებიდან” რამაზ ჯინჭარაძე, “ნაციონალური მოძრაობიდან”, კი მათე ფუტკარაძე.
სიუჟეტის ავტორი: მეგი ნარსავიძე
ნახე ავტორის სხვა რეპორტაჟები
