ზუსტად სამ საათში ყველა საარჩევნო უბანი დაიხურება
ზუსტად სამ საათში ყველა საარჩევნო უბანი დაიხურება. შუალედური არჩევნები ბათუმსა და რუსთავში ტარდება. პარლამენტის მაჟორიტარ წევრს ირჩევენ მეთორმეტე საარჩევნო ოლქში, რომელიც მოიცავს როგორც რუსთავს ისე გარდაბნის ნაწილს. რუსთავში პარლამენტის მაჟორიტარი დეპუტატის მანდატისთვის სამი კანდიდატი იბრძვის - ქართული ოცნებიდან, ირაკლი შატაკიშვილი, მამუკა ტუსკაძე, პარტიიდან სოციალური სამართლიანობისათვის და კამალ მურადხანოვი, საქართველოს ერთობისა და განვითარების პარტიიდან. ასევე არჩევნები იმართება ბათუმში, სადაც საკრებულოს მაჟორიტარს ირჩევენ. ბათუმელები არჩევანს ორ კანდიდატს შორის აკეთებენ. “ქართული ოცნებიდან” კენჭს იყრის რამაზ ჯინჭარაძე, “ნაციონალური მოძრაობიდან”, კი მათე ფუტკარაძე. ჯამში 135 საარჩევნო უბანია გახსნილი, მათ შორის რუსთავსა და გარდაბანში 121, ხოლო ბათუმში 14. ყველა საარჩევნო უბანზე განხორციელდება ხმის დათვლის პროცესის გადაღება, ვიდეო კი აიტვირთება გუგლ დრაივის პლატფორმაზე.
