ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია უზბეკეთიდან ბლოგერებსა და ფოტოგრაფებს მასპინძლობს
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია უზბეკეთიდან ბლოგერებსა და ფოტოგრაფებს მასპინძლობს. ტურის განმავლობაში ბლოგერები სოციალურ ქსელებში საქართველოს ტურისტული ადგილების შესახებ ფოტო და ვიდეო რეპორტაჟებს ატვირთავენ. პრეს-ტურის თერთმეტი მონაწილე ანანურს, სტეფანწმინდას, ახალციხესა და ვარძიას ეწვევა. ტურის მონაწილეები სამცხე-ჯავახეთიდან აჭარაში გაემგზავრებიან და სამთო კურორტ გოდერძის დაათვალიერებენ. უზბეკი ბლოგერები მოინახულებენ ქვემო ქართლს, სადაც დაშბაშის კანიონს და სოფელ ასურეთს ესტუმრებიან.
