ბაჰრეინის წამყვანი საერთაშორისო სასტუმრო სექტორის მიმწოდებელი კომპანია “გალფ ჰოტელს გრუპი" საქართველოს ბაზარზე იწყებს ოპერირებას
ბაჰრეინის წამყვანი საერთაშორისო სასტუმრო სექტორის მიმწოდებელი კომპანია “გალფ ჰოტელს გრუპი საქართველოს ბაზარზე იწყებს ოპერირებას. ხელშეკრულების ხელმოწერას ვიცე-პრემიერი, ეკონომიკის მინისტრი ლევან დავითაშვილი დაესწრო. ხელშეკრულების თანახმად, “გალფ ჰოტელს გრუპი აკვაპარკისა და კომპლექსში მდებარე ახლადაშენებული სასტუმროს მართვას განახორციელებს.
