„ქალთა გენდერული პერსპექტივების ინტეგრაცია თავდაცვის ძალებში
„ქალთა გენდერული პერსპექტივების ინტეგრაცია თავდაცვის ძალებში“ ამ სასწავლო კურსის დასრულების ცერემონია სასტუმრო „თბილისი მარიოტში“ გაიმართა .სწავლებაში მონაწილე ქვეყნების წარმომადგენლებს სერტიფიკატები გადაეცათ. სასწავლო კურსი თავდაცვის სფეროში გენდერული პერსპექტივების ინტეგრირების სწავლებას ისახავდა მიზნად. ხუთი დღის განმავლობაში მონაწილეებმა ოპერაციებში გენდერული პერსპექტივების ინტეგრირების მექანიზმები შეისწავლეს და სხვა ქვეყნების საუკეთესო გამოცდილება გაიზიარეს. კურსს საქართველოს, ბოსნია და ჰერცეგოვინას, ჩრდილოეთ მაკედონიისა და სერბეთის წარმომადგენლები დაესწრნენ.
