"მოლდოვა ვერ შეუერთდება ზოგიერთი ქვეყნის მიერ რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებს"
მოლდოვა ვერ შეუერთდება ზოგიერთი ქვეყნის მიერ რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებს, რადგან ამან შესაძლოა, ქვეყანა გაზისა და ელექტროენერგიის გარეშე დატოვოს“- ამის შესახებ მოლდოვის პრეზიდენტმა, მაია სანდუმ „რადიო თავისუფლებასთან“ ინტერვიუში განაცხადა. სანდუს თქმით, უკრაინის ომი უკვე ახდენს გავლენას მოლდოვის ექსპორტსა და იმპორტზე.
