უკრაინა რუსულ აგრესიას იგერიებს
უკრაინა რუსულ აგრესიას იგერიებს. განსაკუთრებით მძიმე ვითარებაა ქვეყნის აღმოსავლეთ რეგიონებში. ვრცელდება ცნობები რომ თურქეთში მიღებული შეთანხმების მიხედვით რუსეთმა მძიმე ტექნიკის უკან დახევა და პოზიციების დათმობა დაიწყო, თუმცა პრეზიდენტ ზელენსკის განცხადებით დათმობილ ტერიტორიებზე საოკუპაციო ძალები ნაღმებს ტოვებენ. უკრაინის დახმარებას აგრძელებს დასავლეთი, კიევში ჩავიდა ევრო პარლამენტის პრეზიდენტი . რუსეთის მხრიდან ქიმიური ან ბიოლოგიური იარაღის გამოყენების საფრთხის თავიდან აცილებისთვის ზრუნვა დაიწყო შეერთებულმა შტატებმა.
