ჟენევაში გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭომ, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ რეზოლუცია „თანამშრომლობა საქართველოსთან“ მიიღო
ჟენევაში გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭომ, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ რეზოლუცია „თანამშრომლობა საქართველოსთან“ მიიღო. რეზოლუცია საბჭოს სხდომაზე საგარეო საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ წარადგინა. ლაშა დარსალიამ გამოსვლაში რუსეთის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში არსებულ განსაკუთრებით მძიმე ჰუმანიტარულ ვითარებაზე ისაუბრა.
