ბათუმსა და რუსთავში შუალედური არჩევნები მიმდინარეობს
ბათუმსა და რუსთავში შუალედური არჩევნები მიმდინარეობს. ხმის მიცემის პროცესი ზუსტად რვა საათზე დაიწყო. პარლამენტის მაჟორიტარ წევრს ირჩევენ მეთორმეტე საარჩევნო ოლქში, რომელიც მოიცავს როგორც რუსთავს ისე გარდაბნის ნაწილს. ასევე არჩევნები იმართება ბათუმში, სადაც საკრებულოს მაჟორიტარს ირჩევენ. ჯამში 135 საარჩევნო უბანია გახსნილი, მათ შორის რუსთავსა და გარდაბანში 121, ხოლო ბათუმში 14. ყველა საარჩევნო უბანზე განხორციელდება ხმის დათვლის პროცესის გადაღება, ვიდეო კი აიტვირთება გუგლ დრაივის პლატფორმაზე. ამომრჩეველს უბანზე ერთი ბიულეტენი დახვდება. ცესკო არჩევნებში ჩართულ მხარეებს მოუწოდებს, ხელი შეუწყოს საარჩევნო ადმინისტრაციას იმისთვის, რომ არჩევნები მაღალ დონზე ჩატარდეს.
