უკვე 38 -ე დღეა რაც უკრაინა რუსულ აგრესიას იგერიებს
უკვე 38 -ე დღეა რაც უკრაინა რუსულ აგრესიას იგერიებს. განსაკუთრებით მძიმე ვითარებაა ქვეყნის აღმოსავლეთ რეგიონებში. ვრცელდება ცნობები რომ თურქეთში მიღებული შეთანხმების მიხედვით რუსეთმა მძიმე ტექნიკის უკან დახევა და პოზიციების დათმობა დაიწყო, თუმცა პრეზიდენტ ზელენსკის განცხადებით დათმობილ ტერიტორიებზე საოკუპაციო ძალები ნაღმებს ტოვებენ. უკრაინის დახმარებას აგრძელებს დასავლეთი, ამ მიზნით ომში გახვეული ქვეყნის დედაქალაში ევრო პარლამენტის პრეზიდენტი ჩავიდა. რუსეთის მხრიდან ქიმიური ან ბიოლოგიური იარაღის გამოყენების საფრთხის თავიდან აცილებისთვის ზრუნვა დაიწყო შეერთებულმა შტატებმა.
