აფრიკის დასახლებაში მდებარე „საქართველოს ბანკის“ ექსპრეს ფილიალზე ყაჩაღური თავდასხმის ფაქტზე სამართალდამცველებმა ორი პირი დააკავეს
თბილისში, აფრიკის დასახლებაში მდებარე „საქართველოს ბანკის“ ექსპრეს ფილიალზე ყაჩაღური თავდასხმის ფაქტზე სამართალდამცველებმა ორი პირი დააკავეს. შემთხვევა გუშინ მოხდა. იარაღითა და პისტოლეტით შეიარაღებულმა პირებმა ბანკიდან მოლარე ოპერატორს ფული გასტაცეს. ცნობილია, რომ დაცვის პოლიციის თანამშრომელმა, დანაშაულის აღკვეთის მიზნით, იარაღიდან გაისროლა, რის შემდეგაც ორივე თავდამსხმელი მსუბუქად დაიჭრა
