დღეს არჩილ ტატუნაშვილი 39 წლის გახდებოდა
ჩვენ ყველა საერთაშორისო სამართლებრივ ბერკეტს ვიყენებთ იმისათვის, რომ მართლმსაჯულების წინაშე წარსდგეს ყველა, ვისაც ბრალი მიუძღვის არჩილ ტატუნაშვილის სიკვდილში. ამის შესახებ საქართველოს პრემიერ მინისტრი სოციალურ ქსელში წერს. „დღეს არჩილ ტატუნაშვილი 39-ი წლის გახდებოდა. არჩილმა ყველაზე ძვირფასი, საკუთარი სიცოცხლე გაიღო სამშობლოსა და ღირსების დასაცავად. თითოეულ ჩვენგანს მუდამ გვემახსოვრება მისი გმირული თავგანწირვა, მის მაგალითზე აღიზრდებიან მომავალი თაობები. წერს ირაკლი ღარიბაშვილი.
