მორიგი უკანონო დაკავება
რუსეთთან შეერთების სურვილის პარალელურად საოკუპაციო რეჟიმი უხეშად არღვევს ადამიანის უფლებებს. ლევან მაჩაბელი ამ დრომდე საოკუპაციო რეჟიმის ტყვეობაში რჩება. რა პირობებში იმყოფება უკანონოდ დაკავებული ინფორმაცია არ ვრცელდება. ფაქტზე ამოქმედებულია ცხელი ხაზი, ინფორმირებული არიან ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია და ჟენევის დისკუსიების თანათავმჯდომარეები.
