დიაბეტის მართვის პროგრამა
შაქრიანი დიაბეტის ტიპი პირველი დიაგნოზის მქონე ბავშვებისთვის სისხლში გლუკოზის უწყვეტი მონიტორინგის სისტემებისა და სენსორებით მომარაგების პროცესი აქტიურ ფაზაშია. გამარჯვებული კომპანია უკვე გამოვლინდა, რომლისგანაც ჯანდაცვის სამინისტრო CGM სისტემებს შეისყიდის. პროექტის ფარგლებში, აღნიშნული აპარატით, საქართველოში აღრიცხული, ტიპი I დიაბეტით დაავადებული 1370 ბავშვი იქნება უზრუნველყოფილი. სიახლე, ბავშს და მშობელს მისცემს შესაძლობას, რომ უსაფრთხოდ და დისკომფორტის, თითში ჩხვლეტის გარეშე, მოახდინონ გლუკოზის მონიტროინგი.
