ოკუპანტებმა კიდევ ერთი მოქალაქე დააკავეს
საოკუპაციო რეჟიმის მორიგი უკანონო ქმედება. რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა, ოკუპირებულ სოფელ ზემო არცევის მიმდებარედ, საქართველოს მოქალაქე, ლევან მაჩაბელი უკანონოდ დააკავეს - ინფორმაციას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ადასტურებს.
