ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ ითხვისის მცხოვრებლები მძიმე მდგომარეობაშო არიან
ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ ითხვისის მცხოვრებლები მძიმე მდგომარეობაშო არიან. თითქმის ორი კვირაა აქ, სავარაუდოდ, მეწყრული პროცესები მიმდინარეობს, მოწყვეტილია გზები, დაბზარული და დანგრეულია სახლები. ადგილობრივები საცხოვრებლებს ცლიან, რადგან ღამის გათევა საშიშია. დღეს სოფელში პრემიერ მინისტრის დავალებით მთავრობის წარმომადგენლები იმყოფებოდნენ.
სიუჟეტის ავტორი: ხათუნა მაისურაძე
ნახე ავტორის სხვა რეპორტაჟები
